saqarTvelos mdinareebi - samyuriswyali

ტერიტორიული ერთეულები ახმეტის მუნიციპალიტეტი
სათავე კახეთის კავკასიონი
სიგრძე 18 კმ
აუზის ფართობი 92 კმ²

 

მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდინარე ალაზნის ერთ-ერთი შემადგენელი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2980 მ. სიგრძე 18 კმ. აუზის ფართობი 92 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზამთარში.

საშუალო წლიური ხარჯი 5,3 მ³/წმ.